“თავში ავარდნილ ქალებს ემართებათ ასე… სიკვდილამდე მიდის მათი საქმე” – ახალშენის სკოლის დირექტორი ქმრის მიერ მოკლულ ქალზე

“თავში ავარდნილ ქალებს ემართებათ ასე… სიკვდილამდე მიდის მათი საქმე” – ახალშენის სკოლის დირექტორი ქმრის მიერ მოკლულ ქალზე

“მეტრონომმა” ექსკლუზიურად მოიპოვა ინფორმაცია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, გამოკითხა, როგორც განათლების სამინისტრო, ასევე თავად დირექტორი და გთავაზობთ სკანდალური ამბის დეტალებს:

“მეტრონომი” დაუკავშირდა სკოლის დირექტორს, ფერიდე შაინიძეს, რომელმაც სამუშაო საათებში დაგვიდასტურა, რომ ნამდვილად იკავებს აღნიშნულ თანამდებობას, ასევე მან დაადასტურა, რომ კომენტარი, რომელიც ქმრის მიერ მოკლული ქალის ფოტოზე დაწერა, მას ეკუთვნის და საუბარში განმარტა, რომ ის არამარტო მოკლულ ქალბატონს, არამედ ყველა “თავშიავარდნილ ქალს” ეხება.

“მეტრონომი” დაუკავშირდა განათლების სამინისტროს წარმომადგენელს, რომლისგანაც ამ დრომდე ელოდება ინფორმაციის დადასტურებას, რომ ფერიდე შაინიძე ნამდვილად გახლავთ ქვემო ახალშენის საჯარო სკოლის დირექტორი, თუმცა უწყების წარმომადგენელი გონივრულ ვადაში არ გვაწვდის ინფორმაციას და ამბობს, რომ 2085 დირექტორის ბაზიდან ინფორმაციის მოძიებას დრო სჭირდება. იმ შემთხვევაში, თუ უწყება მოგვაწვდის ინფორმაციას რედაქცია განაახლებს სტატიაში მათ მიერ გაჟღერებულ პოზიციას.

შეგახსენებთ, რომ გუ­შინ შუ­ა­ხე­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში სა­ზა­რე­ლი მკვლე­ლო­ბა მოხ­და. კაც­მა ცოლი სას­ტი­კად მოკ­ლა. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი აცხა­დე­ბენ, მა­მა­კაც­მა ქალს ცივი ია­რა­ღით ყელი გა­მოჭ­რა, რის გა­მოც, ქალი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. ცო­ლის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ მა­მა­კაც­მა სხე­ულ­ზე თვით­და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ყე­ნა და საავადმყოფოში გარდაიცვალა.

წყარო


გთხოვთ, გააზიაროთ სტატია: