შემზარავი ტრაგედია სვანეთში – მდინარეში მაშველებმა ერთ-ერთი მოზარდის ცხედარი იპოვეს

შემზარავი ტრაგედია სვანეთში – მდინარეში მაშველებმა ერთ-ერთი მოზარდის ცხედარი იპოვეს

3-დღიანი ძებნის შემდეგ, მაშველებმა მდინარე ნაკრაში დაკარგული ერთ-ერთი მოზარდის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ “მთავარი არხის” ვებგვერდს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა განუცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარი მდინარე ენგურის მიმდებარედ იპოვეს. კიდევ ორი პირის სამძებრო სამუშაოები კი ამ დრომდე გრძელდება.

ცნობისთვის, 2 მაისს მესტიის სოფელ ნაკრაში, სამი ახალგაზრდა მდინარეში ავტომობილით გადავარდა
წყარო: mix. metronome. ge


გთხოვთ, გააზიაროთ სტატია: