ტრაგედია დღესასწაულამდე რამდენიმე საათით ადრე: ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 7 – დაშავდა, მანქანა დაიწვა – სად მოხდა საშინელება?
b 04-May, 21:55 3 589 საზოგადოებაქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, 7 ადამიანი დაშავდა.
თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილი ორ მანქანას დაეჯახა, რის შემდეგაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.
ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები იყო მობილიზებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ინტერპრესნიუსი
გთხოვთ, გააზიაროთ სტატია: